ბარსელონა, პსჟ, მონაკო, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პლეი-აუტი | ცნობილია პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენმა ნიუკასლს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ლუის ენრიკეს გუნდი პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა.

ცნობილია, თუ ვინ შეიძლება იყოს პარი სენ ჟერმენის მეტოქე პლეი-აუტში. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი წილისყრის შედეგად მონაკოს ან ყარაბაღს დაუპირისპირდება.

საინტერესო ის გახლავთ, რომ თუ პსჟ მერვედფინალში გავა, რაც საკმაოდ რეალურია, მათი მეტოქე ჩელსი ან ბარსელონა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ნიუკასლის სავარაუდო მეტოქეებიც მონაკო და ყარაბაღი არიან და ასევე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბარსელონას 1/8-ფინალში მეორე წყვილში გამარჯვებული დაუპირისპირდეს. ამ ყველაფერს წილისყრა გაარკვევს.

შეგახსენებთ, რომ მატჩის 23-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები