ტრუბინის გადამწყვეტი გოლი - მოურინიომ რეალს გაკვეთილი ჩაუტარა
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში მადრიდის რეალი ბენფიკას ესტუმრა და 2:4 დამარცხდა.
ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბს ნამდვილი მასტერ კლასი მოუწყო. მატჩის გმირი კი ლისაბონელთა მეკარე ანატოლი ტრუბინი გახდა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბლანკოსს გოლი გაუტანა და ამ გოლით ბენფიკა 24-ე ადგილზე გაიყვანა.
განსაკუთრებულის გუნდი პლეი-აუტში ითამაშებს. რეალი კი საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდა და მე-9 ადგილი დაიკავა.
სამეფო კლუბის მხრიდან ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს დალუჟზე გულშემატკივრებმა საფეხბურთო ზეიმი იხილეს.
შეგახსენებთ, რომ ბენფიკას 3:2 რომ მოეგო, 24-ე ადგილზე ვერ გადიოდა, რადგან მარსელთან ერთად 9 ქულა უგროვდებოდა, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ფრანგები 24-ე პოზიციაზე იყვნენ. ტრუბინის გოლით კი პორტუგალიელებმა უკეთესი შეფარდება დააფიქსირეს.