ლეონ გორეცკა
Aa
Aa

გორეცკა ბაიერნს ტოვებს

„ბაიერნმა“ გამოაცხადა, რომ ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა კლუბს ზაფხულში, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

ლეონი მიუნხენურ კლუბში „შალკედან“ 2018 წელს გადავიდა და 15 თასი მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგის 6 ტიტული.

„ატლეტიკოს“ გორეცკას გაფორმება ამ ზამთარს სურდა, თუმცა 30 წლის გერმანელმა სეზონის „ბაიერნში“ დასრულება გადაწყვიტა. ზაფხულში თავისუფალ აგენტზე პრეტენზიას მადრიდელები, „მილანი“ და სხვა კლუბები გამოთქვამენ.

„ლეონი თავს ამ კლუბსა და ამ გუნდში ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ღიად ვეკონტაქტებოდით ყველა მხარეს. ლეონის კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება. ეს ნიშნავს, რომ ბოლო კვირებში მოლაპარაკებები გავააქტიურეთ და მის მომავალზე ღიად ვისაუბრეთ. მისი გზა „ბაიერნში“ ზაფხულში დასრულდება. ეს რვა წელი წარმოუდგენლად წარმატებული და შესანიშნავი იყო. მან ყველაფერი გაიღო, როგორც მოთამაშემ და როგორც პიროვნებამ. ის ჩვენთვის სეზონის ბოლომდე იბრძოლებს“, — განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა.

შეგახსენებთ, რომ ლეონმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გეტყვით ასევე, რომ 30 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნება“ - პსჟ-ს ექსფეხბურთელი ხვიჩაზე
„კვარას ტრავმა გუნდისთვის მძიმე დარტყმა იქნება“ - პსჟ-ს ექსფეხბურთელი ხვიჩაზე