ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცნობილია, როდის დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია მოედანს

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-8 ტურში, „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას დაზიანების სიმძიმე ცნობილია. ასევე, ცნობილია ის, თუ როდის დაუბრუნდება ქართველი ვარსკვლავი მოედანს.

ცოტა ხნის წინ, ხვიჩას ძმამ, ნიკა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს 2 კვირაში განაახლებს.

მანამდე, Geo Team-მა დაწერა, რომ ხვიჩას მარცხენა კოჭის იოგის დაზიანება აქვს, მაგრამ საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კვარა ორ კვირამდე დაისვენებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის მიღებამდე ხვიჩამ „ნიუკასლთან“ საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო, რითაც პსჟ 1:0 დაწინაურდა, 22-ე წუთზე კი სამწუხაროდ, ელანგასთან კონტაქტის შემდეგ კოჭზე დაზიანება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტაბატაძე რეაბილიტაციას მალე დაიწყებს
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტაბატაძე რეაბილიტაციას მალე დაიწყებს