ივა გელაშვილი
Aa
Aa

გელაშვილი იბერიადან წავიდა | კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

„იბერიას’’ მცველი ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთში, „პანსერაიკოსში’’ გააგრძელებს. 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გელაშვილი პრაღის „სპარტას'' აღზრდილია, პრაღული კლუბის B გუნდში თამაშობდა. 2022 წელს კარიერა ბათუმის „დინამოს'' დაუკავშირა, იჯარით ბოლნისის „სიონსა'' და „იბერიაში'' ითამაშა. 2023-24 წლების სეზონი, ასევე იჯარით, იტალიის სერია B-ს „სპეციაში'' გაატარა, 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა, გუნდი რანგით მესამე ლიგაში გავარდა და 2024 წლის ზაფხულში გელაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან'' თბილისურ შეხვედრაში ითამაშა (1:3).

საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში რეგულარულად თამაშობდა. ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ორჯერ ათამაშა, ამხანაგურ მატჩებში, ტაილანდთან და კაპო ვერდესთან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    როგორ გახლიჩა მარესკამ პსჟ? კვარას ტრანსფორმაცია | ც9
    როგორ გახლიჩა მარესკამ პსჟ? კვარას ტრანსფორმაცია | ც9