6-დან 6 მოგებული ფინალი და TOP 10 - მაიამის მასტერსი სტივენსისაა!
Aa
Aa

6-დან 6 მოგებული ფინალი და TOP 10 - მაიამის მასტერსი სტივენსისაა!

2018 წლის მაიამის მასტერსის ქალთა თანრიგის გამარჯვებული ამერიკელი სლოუნ სტივენსი გახდა. იგი ფინალამდე აილა ტომლიანოვიჩის, მონიკა ნიკულესკუს, გარბინ მუგურუსას, ანგელიკ კერბერისა და ვიქტორია აზარენკას დამარცხების წყალობით მივიდა.

25 წლის ჩოგბურთელი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "როლან გაროსის" მოქმედ ჩემპიონ ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 7:6, 6:1 მოუგო.

მატჩი საათსა და 32 წუთს გაგრძელდა, სტივენსმა 21 უნებლიე შეცდომა დაუშვა, თუმცა გასაოცრად ცოტა ვინერსი ჰქონდა - ამერიკელმა აქტიური თამაშის წყალობით მხოლოდ 6 (!!!) ქულა მოიგო... სამაგიეროდ, ოსტაპენკოს 25 ვინერსი, მაგრამ ამასთანავე 48 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

სლოუნ სტივენსმა, რომელმაც გასულ სეზონში ამერიკის ღია პირველობა მოიგო, კარიერაში მე-6 ტიტული დაისაკუთრა, თანაც ჯერ WTA-ს ტურნირის არცერთი ფინალი არ წაუგია. სლოუნმა პირველი ტიტული 2015 წელს ვაშინგტონში გაიფორმა, რასაც ოკლენდში, აკაპულკოში, ჩარლსტონში, ამერიკის ღია პირველობასა და ახლა უკვე მაიამის ტურნირზე წარმატება მოჰყვა.

სტივენსი მომავალი კვირიდან WTA-ს რეიტინგის ზედა ათეულის წევრი გახდება, რაც მის კარიერაში პირველად მოხდება. 

ასევე იხილეთ - 32 წლის ასაკში ისნერმა მასტერსის სერიის პირველი ტიტული მოიგო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები