ფეკირის ამბავი არ დასრულებულა - შესაძლოა ''ლივერპულმა'' მოლაპარაკება განაახლოს
Aa
Aa

ფეკირის ამბავი არ დასრულებულა - შესაძლოა ''ლივერპულმა'' მოლაპარაკება განაახლოს

ფრანგი ვარსკვლავი ნაბილ ფეკირი შესაძლოა ''ლივერპულში'' გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი არ შედგა, შესაძლოა მხარეებმა მოლაპარაკება განაახლონ. ფეხბურთელის აგენტ ჟან-პიერ ბერნის თქმით ჯერ კიდევ არსებობს ტრანსფერის შესაძლებლობა.

''ეს ამბავი არ დასრულებულა. მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვნახოთ რა მოხდება'' - აღნიშნა ფეკირის აგენტმა lci-თვის მიცემულ კომენტარში.

გასულ სეზონში ფეკირიმ 23 გოლი შეაგდო, მიმდინარე მუნდიალზე კი ავსტრალიასთან შეხვედრაში მეთორმეტედ მოირგო ეროვნული ნაკრების ფორმა.

''ლივერპული'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 53 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდა, თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში ''ლიონმა'' მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

''მერსისაიდულმა'' გუნდმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ''მონაკოდან'' ფაბინიო შეიძინა. სატრანსფერო თანხამ 44-მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

იურგენ კლოპს ფრანგ ფეხბურთელთან მუშაობა სურს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტი ''ლიონის'' შემტევს ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი კვირაში 140 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებდა.

მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ლიგა 1-ის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეთანხმება არ შედგა და მოლაპარაკების განახლება არ განიხილებოდა.

‘’პრეზიდენტმა მითხრა მე, ისევე როგორც თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კლუბის დატოვების შესახებ მასთან ვისაუბროთ, როცა წასვლის სურვილი გაგვიჩნდება. კლუბთან სამუდამო კონტრაქტს არავინ აფორმებს. “ლიონში’’ კიდევ ორ მატჩს ჩავატარებ და შემდეგ ვნახოთ. პრეზიდენტი მენდობა და “ლიონში’’ თავს კარგად ვგრძნობ. კლუბის დატოვების საკითხი მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული, რადგან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს'' - განაცხადა ფეხბურთელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ lequipe-თან საუბარში.

მიმდინარე თვის დასაწყისში „ლიონმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც გულშემატკივრებს მოლაპარაკებების ჩაშლა აუწყა.

„გაცნობებთ, რომ ნაბილ ფეკირის „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა და შაბათ საღამოს მოლაპარაკებები „ლიონმა“ ოფიციალურად დაასრულა. „მერსისაიდული“ გუნდი ნაბილის გადაბირებით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, თუმცა ფეკირის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის რამდენიმე ამბიციურ კლუბსაც სურს. „ლიონი“ კაპიტნის დარჩენით მოხარულია და სჯერა, რომ 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ლიონმა" განცხადება საიტიდან წაშალა. უცხოურ პრესაში ფრანგების გადაწყვეტილების განმაპირობებელი ფაქტორები, ჯერჯერობით არ ხმაურდება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები