მესი:
Aa
Aa

მესი: "არგენტინის ნაკრების მჯერა"..."ევროპაში „ბარსელონა“ ჩემი ერთადერთი გუნდი იქნება"

არგენტინის ნაკრები ხორხე სამპაოლის ხელმძღვანელობით უკვე შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

„ალბისელესტესა“ და მთელი არგენტინის იმედმა ლეო მესიმ პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და El Trece-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ლეომ „ბარსელონასა“ და აგრენტინის ნაკრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლა ლიგის ტიტულს სანაკრებო წარმატების სანაცვლოდ სიამოვნებით გაცვლიდა.

„ბარსელონასთან ერთად მოგებულ ლა ლიგას, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობაში სიამოვნებით გავცვლიდი.

ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება უნიკალური იქნებოდა. ჩემი გუნდის მჯერა. ძალიან კარგად ვმუშაობთ. შემადგენლობაში დიდი პოტენციალისა და გამოცდილების მქონე მოთამაშეები გვყავს.

წინასწარ მუნდიალის მოგების დაანონსებას არ ვაპირებთ. არ ვიტყვით, რომ საუკეთესოები ვართ, რადგან რეალობა სხვაგვარია და ეს ასე არ არის“.

მესიმ ესპანეთის ნაკრები გამოარჩია და მათ ყველაზე რთული მეტოქე უწოდა.

„ესპანეთის ნაკრებმა ბოლო წლებში დაამტკიცა, რომ მათთან თამაში ძალიან რთულია.

რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, ხორვატიას ნახევარდაცვაში უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ისინი ესპანეთს გვანან, თუმცა მათი დონე ოდნავ უფრო დაბალია.

ნიგერია კი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და კარგად გამოიყურება“.

მესიმ საუბარი საკუთარი მომავლის შესახებ განაგრძო.

„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ევროპაში „ბარსელონა“ ჩემი ერთადერთი გუნდი იქნება.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბარსას“ შემდეგ არგენტინაში დაბრუნება და იქ თამაში მსურდა, მაგრამ ახლა აღარ ვიცი მოხდება, თუ არა ეს.

ჩემი ოცნება ბავშვობაში „ნიუელს ოლდ ბოისში“ თამაში იყო. წავსულიყავი მატჩებზე მამაჩემთან, ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად.

შემდეგ ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა და ახლა სხვაგან ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მახსოვს“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 16 ივნისს ისლანდიის ნაკრებთან მატჩით გახსნის. შემდეგი შეხვედრა 21 ივნისს ხორვატიის ნაკრებთან ელით, ხოლო, ჯგუფის ბოლო დაპირისპირება კარგად ნაცნობ ნიგერიასთან იქნება, რომელიც 26 ივნისს შედგება.

ასევე, იხილეთ არგენტინის ნაკრების 23 კაციანი სამუნდიალო განაცხადი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები