რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ჩემპიონთა ლიგას ჩემი სახელი უნდა დაარქვან"

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა რონალდუს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ის მის უგოლო მატჩზე და გარეთ ბეილის მაკრატელა გოლზე.

კრიშტიანუმ ჩვეულ სტილში უპასუხა.

"ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგას სახელი უნდა შეუცვალონ და CR7 ჩემპიონთა ლიგა დაარქვან.

ვინ გახდა ყველაზე მეტჯერ ჩემპიონი? ვის აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი?"

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგა უკვე 5-ჯერ აქვს მოგებული. პორტუგალიელი ამ მაჩვენებლით "ბარსელონას", "ბაიერნსა" და "ლივერპულს" გაუთანაბრდა.

როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, "რეალში გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია".

პორტუგალიელის შსაძლო წასვლაზე ზინედინ ზიდანმაც ისაუბრა: "რონალდუ იშვიათი ფეხბურთელია, რომლის გუნდში ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარჩება ჩვენს გუნდში, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება".

არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ რონალდუ ახალი სეზონიდან სხვა გუნდის რიგებში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები