Aa
Aa

"ვოლფსბურგმა" ფლეი-ოფის საშინაო მატჩი მოიგო - პირველი მსუყე ლუკმა "მგლებისაა"...

გერმანიის ბუნდესლიგას, 2018-2019 წლების სეზონიდან, "ნიურნბერგი" და "დიუსელდორფი" შეემატება, "ჰოლშტაინ კილს" კი აქვს შანსი, რომ გერმანიის უმაღლეს დივიზიონში ისტორიაში პირველად დაწინაურდეს, რისთვისაც გადათამაშებაში "ვოლფსბურგის" ბარიერის დაძლევა სჭირდება.

ზოგადად, ამ ტიპის ფლეი-ოფის ორრაუნდიანი დაპირისპირება აქამდე 19-ჯერაა გამართული და 14-ჯერ იგი ბუნდესლიგის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა.

გუნდებმა ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი დღეს ვოლფსბურგში გამართეს და "ფოლკსვაგენ არენაზე" მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს.

ანგარიში მე-13 წუთზე დივოკ ორიჯიმ გახსნა, რასაც 34-ე წუთზე "კილის" მხრიდან შინდლერის გოლის მოჰყვა, თუმცა "ვოლფებმა" სტატუს-ქვო მალევე აღადგინეს და ბრეკალოს გოლით, რომელსაც ბოლო 4 თამაშში 3 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა, პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 56-ე წუთზე იუნუს მალიმაც შეაგდო. საბოლოოდ, "მგლებმა" 3:1 იმარჯვეს და საპასუხო მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. განმეორებითი შეხვედრა 21 მაისს, "ჰოლშტაინ შტადიონზე" ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები