გიორგი გაგუა
Aa
Aa

გაგუას გოლი დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ ავტოგოლად გადაკეთდა | დუნაისკას გამარჯვება

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში დუნაისკა სტრედას ქართველმა ათიანმა გიორგი გაგუამ მე-10 წუთზე კოშიცესთან ანგარიში გაათანაბრა - 1:1, თუმცა მოგვიანებით მას გოლი აღარ ჩაეთვალა, მეტოქე ფეხბურთელის, მილან დიმუნის ავტოგოლად გადაკეთდა.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის, თასისა და ევროტურნირების ჩათვლით 19 მატჩში 13 საგოლე მოქმედება აქვს, 7 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.

მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატში 14 მატჩში 10 საგოლე მოქმედება აქვს, 5 გოლი და 5 საგოლე პასი.

გაგუა კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ზედიზედ მეორე მიიწვიეს, სექტემბერ - ოქტომბერის შეკრებაზე არც ვილი სანიოლს და არც რამაზ სვანაძეს მისთვის შანსი არ მიუციათ. ეროვნულ გუნდში ნოემბრის მატჩებისთვის მიწვეულია და ნაკრებს მომავალ კვირაში შეუერთდება.

მიმდინარეობს განახლება

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები