ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია? სუარესი:
Aa
Aa

ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია? სუარესი: "გრიზმანი შესანიშნავი დანამატი იქნება"

ანტუან გრიზმანის "ბარსელონაში" ტრანსფერი ყოველ დღე სულ უფრო რეალური ხდება.

დღეს, "ბარსას" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა ესპანურ Sport-თან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"გრიზმანი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს დიდ შედეგებს მოუტანს. ფრანგი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" უკვე წლებია ასპარეზობს და ის უმაღლესი დონის მოთამაშეა.

გრიზმანი აქ ვინმეს შესაცვლელად არ მოდის. ის ამბიციურია და სურს, რომ ტიტულები მოიგოს.

მისი ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში ხილვა სასიამოვნო იქნება. ანტუანი ისეთივე მაღალი დონის მოთამაშეა, როგორიც კოუტინიო და დემბელე არიან.

გრიზმანი უმაღლეს დონეზე კიდევ დიდ ხანს ითამაშებს. "ბარსელონასთვის" ის შესანიშნავი დანამატი იქნება".

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა ანტუან გრიზმანს სუარესის შემცვლელად მოიაზრებდა, თუმცა როგორც ხედავთ "ელ პისტოლერო" "კამპ ნოუს" დატოვებას არ გეგმავს.

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ახალი სეზონიდან "ბარსელონა" კვლავ მრისხანე ტრიოთი შეუტევს - მესი-გრიზმნი-სუარესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები