ანდრე აიუ შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს
Aa
Aa
25 მარტი 2015  |  14:50

ანდრე აიუ შესაძლოა “ინტერში” გადავიდეს

მილანის “ინტერი” “მარსელის” 25 წლის განელი შემტევით, ანდრე აიუთი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღეში აიუს მამა იტალიაში ჩაფრინდება და კლუბის მესვეურებისგან კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში ანდრემ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემტევი “მარსელის” ღირსებას 2007-წლიდან იცავს, სადაც 148 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ასევე 2007-წლიდან აიუ განის ეროვნული ნაკრების წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები