რობერტო დე ძერბი
Aa
Aa

„პსჟ ძალაუფლებასა და ავტორიტეტს წარმოადგენს, ამას არასდროს შევეგუები“ - მარსელის მწვრთნელი

გუშინ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში „მარსელი“ საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

„ლე კლასიკის“ დასრულების შემდეგ, „ოლიმპიკის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ განაცხადა, რომ „მარსელში“ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პსჟ-ს ჰეგემონიის დასრულება და დამარცხება იყო.

რას ამბობს დე ძერბი:

„როდესაც „მარსელში“ მოვდიოდი, პაბლო ლონგორიას ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ მოსვლა მინდოდა, პსჟ-ს დამარცხება იყო. საფრანგეთში ისინი უფრო ძლიერები არიან, ვიდრე სხვა გუნდები, პსჟ ძალაუფლებასა და ავტორიტეტს წარმოადგენს, ეს კი არ მომწონს.“

„რა თქმა უნდა, რაც აქ მოვედი, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ოლიმპიკში „ველოდრომის“ ატმოსფეროსა და პსჟ-ის დასამარცხებლად ჩამოვედი. ეს არის კლუბი, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს და წლების განმავლობაში ისე იმარჯვებდა, რომ სხვა გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელი, ან თითქმის შეუძლებელი იყო. მე კი ამას არასდროს შევეგუები.“

საგულისხმოა, რომ „მარსელმა“ 2011 წლის შემდეგ პირველად შეძლო „ველოდრომზე“ პარიზული გუნდის დამარცხება.

ამ მარცხის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ლიდერობაც დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდს 12 ქულა აქვს და ამდენივე ქულა აქვს „მონაკოსაც“, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო გადაასწრო.

პსჟ მომდევნო შეხვედრას 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:05 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„პარიზელთაგან ყველაზე სახიფათო იყო, მაგრამ მოლოდინები ვერ გაამართლა“ - ფრანგული მედიის შეფასება