„კომპლიმენტია თუ ჰგონია, რომ გეიჯის ხელთათმანებში ქვები ეწყო“ | ალი აბდელაზიზის კომენტარი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა ილია თოფურიას უპასუხა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ გეიჯისთან რემატჩში მისი ხელების შეხვევის პროცესს თავად დააკვირდება, რათა რაიმე სახის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდეს და ალიმ სწორედ ხელთათმანების საკითხზე ისაუბრა.
ილია თოფურია ყოფილი ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, მაგრამ მოდით, რეალისტები ვიყოთ — ის ძალიან მძიმედ დამარცხდა. თოფურიას არაფერს ვუკარგავ. ის კვლავინდებურად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ბიჭია, მაგრამ ჯასტინ გეიჯი მასზე უკეთესი იყო. გამარჯვების უფრო დიდი სურვილი ჰქონდა და მიზანს მიაღწია კიდე.
თუ თოფურია ამბობს, რომ გეიჯის ხელთათმანებში ქვები ეწყო, ეს ჯასტინისთვის კომპლიმენტია, რადგან კარგად აღწერს, გეიჯის რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს. თოფურიას განცხადებები შეურაცხმყოფელი არაა, რადგან ლას ვეგასის სპორტული კომისია, ვაშინგტონის სპორტული კომისია და კალიფორნიის სპორტული კომისიის წარმომადგენელი, ენდი ფოსტერი იქ იყვნენ, როდესაც გეიჯის ხელებს უხვევდნენ.
თოფურიამ ეს არმან ცარუკიანის ბრძოლის კვირაში თქვა, რათა არმანისა და რუფის ჩხუბისგან ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა. კონორ მაკგრეგორი სწორედ ასე იქცეოდა. თოფურიას გამოუვიდა და მედიის სასაუბრო თემა გახდა, თუმცა არც მე და არც გეიჯის ილიასთან არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს. მას შეუძლია, რაც უნდა ის თქვას. ფაქტი ისაა, რომ თოფურია წესების სრული დაცვით დამარცხდა“.
შეგახსენებთ, რომ გეიჯის ხელთათმანებთან დაკავშირებით დენა უაითმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.