Aa
Aa

"სევილიამ" მონტელა დაითხოვა და ახალი მწვრთნელი დანიშნა

"სევილიას" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალილი ვინჩენცო მონტელა თანამდებობიდან დაითხოვა.

წლევანდელ სეზონში "დალაქებმა" უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს. როგორც მოგეხსენებათ, სეზონის სტარტზე გუნდი ედუარდო ბერისომ დატოვა, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. წარმატებული მკურნალობის შემდეგ დაბრუნებულ არგენტინელ სპეციალისტს პოსტი მალევე დაატოვებინეს.

კლუბისთვის "ლევანტესთან" მარცხი (1:2) ბოლო წვეთი აღმოჩნდა და მონტელას კარისკენ მიუთითეს.

ანდალუსიელებს ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" გამარჯვების შემდეგ დიდი ჩავარდნა დაეწყოთ, რომლის შეჩერებაც მონტელამ ვერ შეძლო.

"წითელ ეშმაკებთან" "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "დალაქებმა" ლა ლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგან 5 მარცხით დაასრულეს, ხოლო 4 ფრედ.

ჯამში, "სევილიამ" მონტელას ხელმძღვანელობით საშინელი შედეგი დააფიქსირა - 28 მატჩი,  11 მოგება, 7 ფრე, 10 მარცხი.

იტალიელ სპეციალისტს თავის გადარჩენის შანსი სამეფო თასის ფინალში ჰქონდა, თუმცა ანდალუსიელები "ბარსელონასთან" 0:5 განადგურდნენ.

ვინჩენცო მონტელას პოსტს სეზონის ბოლომდე 62 წლის გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი ხუაკინ კაპაროსი დაიკავებს, რომელიც  სევილიელებს 2000-2005 წლებში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები