მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„სეხუდოს ბევრ ხინკალს ვაჭმევ“ | მერაბ დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებაზე

მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ის პოდკასტის სტუმარი იყო. „მანქანამ“ RAF-ის ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელიც თბილისში გაიმართება. დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება და მერაბი „ტრიპლ სის“ ქართული კერძებით გამასპინძლებას დაპირდა.

„RAF-ის ღონისძიება ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ამ სპორტისთვის დიდი მოვლენაა. RAF-ის მადლიერი ვარ, რადგან საქართველოში ჩამოდიან და ამ ღონისძიებაზე ბევრ ოლიმპიურ ჩემპიონს ვიხილავთ. გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონები არიან, გივი მაჭარაშვილმა კი ვერცხლი აიღო.

ჰენრი სეხუდოს რაც შეეხება, თუ დავამარცხებ, ჩემთვის კარგი იქნება, მაგრამ თუ წავაგებ, მის მიმართ პატივისცემას მაინც გამოვიჩენ, ეს პრობლემა არ იქნება. ეს ხომ უბრალოდ სპორტია. ჩვენი ჭიდაობის შემდეგ ქართულ რესტორანში წავიყვან, ბევრ ხინკალს ვაჭმევ და ღვინოს დავალევინებ. დავათრობ (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ და მის წინააღმდეგ ჭიდაობას მოუთმენლად ველი.

როგორია ქართული სამზარეულო? ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ვინც კი სინჯავს, ყველას უყვარდება. ქართული საჭმელები მართლაც უგემრიელესია. მაგალითად, ყველაზე პოპულარული არის ხინკალი. ასევე, კიდევ ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია პური და ყველი — ანუ ხაჭაპური. ხაჭაპურის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგალითად — აჭარული ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური. აუცილებლად უნდა გასინჯოთ!“

შეგახსენებთ, რომ RAF-ის ღონისძიება თბილისში 11 ივლისს გაიმართება. მისი მთავარი მოვლენა სწორედ მერაბისა და სეხუდოს დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან არ მომწონს ილიაზე ასე რომ ლაპარაკობს“ | დვალიშვილი ცარუკიანზე
„ძალიან არ მომწონს ილიაზე ასე რომ ლაპარაკობს“ | დვალიშვილი ცარუკიანზე