ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი
Aa
Aa

საოცარია მოთამაშეა, დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს | რუისი კვარაზე

პსჟ-ს ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა The Athletic-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ის არის გარემარბი, რომელიც დაცვაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს, ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.“

„საოცარი ფეხბურთელია, განსაკუთრებით მეტოქის ნახევარზე, სადაც დაცვის ხაზებს მარტივად არღვევს და მარჯვენა ფეხით შესანიშნავი დარტყმა აქვს.“

„მას თამაშის ძალიან კარგი აღქმა აქვს, რაც ჩვენ, ნახევარმცველებს, ძალიან გვეხმარება: მან ზუსტად იცის, სად არის თავისუფალი სივრცეები, იცის, როდის მოითხოვოს ბურთი ფეხში და როდის გაიხსნას სიღრმეში.“

2025-26 წლების სეზონში მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის მოგებაში პსჟ-ს მხრიდან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და ობიექტურად ოქროს ბურთის მოგების კანდიდატია, თუმცა განსხვავებული აზრებიც არის, მაგალითად მაურისიო პოჩეტინოს აზრით, ჯილდოს ჰარი კეინი იმსახურებს (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსვ-ში, აიაქსსა და ფეიენოორდში თამაში შეუძლია“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს
„პსვ-ში, აიაქსსა და ფეიენოორდში თამაში შეუძლია“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს