თორნიკე მორჩილაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
24 წლის მარცხენა ვინგერი, თორნიკე მორჩილაძე ხორვატული „რიეკადან“ კარიერას ესპანეთის მესამე ლიგის კლუბ „დეპორტივო ლუგოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „ლუგომ“ სოციალურ ქსელში დაადასტურა.
გავრცელებული ცნობებით, მორჩილაძემ ესპანურ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და „ლუგოში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
View this post on Instagram
თორნიკე მორჩილაძე „ლუგომდე“ ხორვატულ „რიეკაში“ ასპარეზობდა, სადაც მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა, მანამდე კი „დინამო თბილისის“ და „თელავის“ ღირსებას იცავდა.