ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„კვლავ ვერ ვურტყამ, მუხლები ისევ მტკივა“ - გეიჯიმ არ იცის როდის დაბრუნდება

მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლიდან ორთვენახევრის შემდეგ მისი ორივე ხელი კვლავ ტრავმირებულია, რაც მას სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის განახლების საშუალებას არ აძლევს.

ამერიკელის თქმით, სრულად გამოჯანმრთელების შემდეგ, ის ოჯახსა და გუნდს მოეთათბირება და მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ღირს თუ არა პროფესიონალური კარიერის გაგრძელება.

„ჯერჯერობით დარტყმების განხორციელება არ შემიძლია. ბრძოლის შემდეგ ჩემი ორივე ხელი ისევ ტრავმირებულია. მუხლებიც ისევ მტკივა, ასე რომ, ბოლო ორ ბრძოლაში მიღებული ტრავმები ჯერ კიდევ არ მომიშუშებია. ამიტომ, წლის ბოლომდე ჩემი ჩემპიონის სტატუსით დავტკბები, რადგან ამ წლის პირველ ექვს თვეში უკვე ორი ბრძოლა ჩავატარე. ამის შემდეგ დაველაპარაკები ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვარ და ვისაც შემიძლია ვენდო, და მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ რა გავაკეთო მომავალში“,

- განაცხადა „ჰაილაითმა“ Sports Illustrated-სთან ინტერვიუში.

გეიჯიმ ასევე მიანიშნა, რომ თავის მომდევნო მეტოქედ თოფურიას არ განიხილავს, რომელსაც მიმდინარე წლის ივნისში თეთრ სახლთან გამართულ გამაერთიანებელ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი წაართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები