მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

სეხუდო: მერაბი იანს გადაუვლის, მარტივად მოუგებს

ჰენრი სეხუდოს, რომელმაც მერაბ დვალიშვილი RAF-ის ლიგაში 36 წამში დაამარცხა და „მანქანასთან” ტრილოგიის იმედი აქვს, ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველი მებრძოლი პიოტრ იანთან ტრილოგიის დასკვნით ბრძოლაში სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს.

„ამჯერად მერაბი პიოტრ იანს მარტივად დაამარცხებს. ის მას გაანადგურებს. მერაბი მასზე პრესინგს განახორციელებს და ტემპს მოუმატებს. პიოტრი თითქმის ერთი წელი თამაშგარეში იყო, მერაბი კი მთელი ამ დროის განმავლობაში კონკურენციაში რჩებოდა და RAF-ის ლიგაში გამოდიოდა. მისი გამძლეობა უბრალოდ საოცრებაა.

პიოტრის წინააღმდეგ წინა ბრძოლა მისთვის კალენდარულ წელში მეოთხე იყო, მაგრამ ახლა მერაბი მას უბრალოდ გადაუვლის. ჩვენ ვნახავთ, როგორ მოიგებს მერაბი საჩემპიონო ქამარს და შემდეგ მის დასაცავად უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გავა. ამ მომენტისთვის მერაბისთვის მთავარი საფრთხე უმარია და არა პიოტრი“,

- განაცხადა ამერიკელმა კამარუ უსმანთან ერთობლივ პოდკასტში საუბრისას.

სატიტულო ბრძოლა სუპერმსუბუქ წონაში რუს მებრძოლსა და მერაბს შორის 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ის ტურნირზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები