ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი“ | აბდელაზიზის თქმით, ილია უსმანთან უშანსოდაა

ალი აბდელაზიზი კამარუ უსმანისა და ჰენრი სეხუდოს პოდკასტის სტუმარი იყო. უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა თავის მებრძოლზე ისაუბრა და ილია თოფურია კიდევ ერთხელ ახსენა. აბდელაზიზს სურს, UFC-ში გადასვლის შემთხვევაში უსმანმა პირველი ჩხუბი „ელ მატადორთან“ გამართოს. ცნობილი მენეჯერი დარწმუნებულია, რომ ნურმაგომედოვი ილიას დაამარცხებს.

„თუ უსმანი UFC-ში წავა, მინდა, პირველი ჩხუბი ილია თოფურიასთან გამართოს. რატომაც არა? მისმინეთ, ილიასთან დაპირისპირება არსებობს, რომელიც მან თავად დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა. ილიამ ბევრი რაღაც თქვა და უდიდესი მოლოდინები გააჩინა. თუ მათ ეს ორთაბრძოლა სურთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს.

ვთქვი, რომ გეიჯი თოფურიას დააფინიშებდა, რის გამოც სულელი მიწოდეს და ამბობდნენ, რომ MMA-ზე არაფერი ვიცოდი. ბევრი რისკიანი რაღაც მითქვამს და ხალხს გიჟი ვეგონე, თუმცა ჩემ შესახებ ერთი რამ უნდა იცოდეთ — საბრძოლო სპორტი კარგად მესმის. უსმან ნურმაგომედოვი ილიას დანებებას აიძულებს, ჰედ-კიკს მოარტყამს და ეგრევე დაანოკაუტებს. ერთადერთი, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, არმან ცარუკიანია.

უსმანი ძალიან ძლიერია მასზე დაბალი მეტოქეების წინააღმდეგ და ილია ძალიან, ძალიან დაბალია. თოფურია ფეხით დარტყმებს არ იყენებს, მის შეტევით არსენალში კიკები საერთოდ არ არის. გეუბნებით, ილიასთან ჩხუბი უსმანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ორთაბრძოლაა. ამ განცხადებით უპატივცემულობას არ ვიჩენ, უბრალოდ მათ საბრძოლო სტილზე მაქვს საუბარი. უსმანს თოფურიას დასამარცხებლად სამი რაუნდი ეყოფა: ფეხით ბევრჯერ დაარტყამს, დაღლის და დააფინიშებს“.

შეგახსენებთ, რომ უსმანი PFL-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონია და კარიერაში გამართული 23 ბრძოლიდან 22 მოიგო, ერთის შედეგი კი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კარიერას დღესვე დაასრულებს, გამიხარდება, რადგან...“ - აბდელაზიზმა გეიჯიზე ისაუბრა
„თუ კარიერას დღესვე დაასრულებს, გამიხარდება, რადგან...“ - აბდელაზიზმა გეიჯიზე ისაუბრა