სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

მარცხი მერვედფინალში | სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

ჰონგ კონგში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც სანდრო ბაზაძემაც მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტიტული ვერ დაიცვა და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

ბაზაძემ პირველი შეხვედრა მექსიკელი მეტოქის წინააღმდეგ გამართა და ბრენდონ რომო 15:11 დაამარცხა. 1/16-ფინალში სანდრო გერმანელ ფილიპ მეტნერს დაუპირისპირდა და იმავე ანგარიშით, 15:11 იმარჯვა.

მერვედფინალში ბაზაძის მეტოქე რუმინელი ვლად კოვალიუ გახლდათ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოფარიკავემ 15:13 მოიგო. მეოთხედფინალში სანდრო სამხრეთ კორეელ მოფარიკავეს, გუენდენგ დოს დაუპირისპირდა, რომელთანაც 11:15 წააგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ცნობისთვის, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დოს გარდა პაველ გრაუდინი, რადუ ნიტუ და მოჰამედ ამერი გავიდნენ. გრაუდინი ნიტუს დაუპირისპირდება, ხოლო ამერი დოს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„UFC უკვე გვესაუბრა და გადაწყვეტილია, რომ...“ - მერაბის მწვრთნელმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
„UFC უკვე გვესაუბრა და გადაწყვეტილია, რომ...“ - მერაბის მწვრთნელმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა