ევროპის საუკეთესო კლუბში - ფხაკაძის მეგატრანსფერი
არამხოლოდ თავად ამ მორაგბისთვის, არამედ მთლიანად ქართული რაგბისთვის შეიძლება ითქვას, რომ მეგატრანსფერი განხორციელდა. 22 წლის ლაშა ფხაკაძე, რომელიც გასულ სეზონში PRO D2-ში მოთამაშე „ნევერის“ ღირსებას იცავდა, კარიერას „ბორდოში“ განაგრძობს, რომელიც ბოლო ორი სეზონია ჩემპიონთა ლიგის უცვლელი გამარჯვებულია.
ბუნებრივია, ასეთი კალიბრის კლუბში გადასვლას სერიოზული გამბედაობა სჭირდება, რადგან ლაშას ნამდვილად არ ექნება იმის გარანტიები, რომ რეგულარულად ასპარეზობის საშუალება მიეცემა, თუმცა მიუხედავად ამისა, ფხაკაძე მსგავსი გამოწვევის მიღებას არ შეუშინდა და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც მის კარიერაში შესაძლოა სერიოზული წინსვლის დასაწყისად იქცეს.
ცნობისათვის, ლაშა ფხაკაძის ახალმა გუნდმა „ბორდომ“ ჩემპიონთა თასის ფინალში შარშან „ნორთჰემპტონი“ 28:20 დაამარცხა, ხოლო წლევანდელ სეზონში გადამწყვეტ შეხვედრაში „ლენსტერს“ 41:19 აჯობა.