ნებისმიერის დამარცხება შეუძლია | გეიჯიმ და უსმანმა თოფურიაზე ისაუბრეს
კამარუ უსმანი ამბობს, რომ ილია თოფურიას სჭირდებოდა ისეთი უკუსვლა (მარცხი), როგორიც ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჰქონდა, რადგან მიაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს ის გამოცდილება, რომელიც დიდებულებისკენ მის გზას ჩამოაყალიბებს.
კამარუ უსმანმა ONX Sports-თან ილიაზე ისაუბრა, მასთან ერთად სტუდიაში ჯასტინ გეიჯი იმყოფებოდა.
გეიჯი: იმედი მაქვს... მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ მას.
უსმანი: კი
გეიჯი: ის ძალიან, ძალიან ნიჭიერია. მას აქვს სათანადო უნარები, რომ ნებისმიერი დაამარცხოს, მაგრამ ჰო...
ტრევორ უიტმანი: ეს სანახაობაა, ასე რომ...
გეიჯი: მოუთმენლად ველი მის ბრძოლებს.
კამარუ უსმანმა ილიაზე ვრცლად ისაუბრა: „ვფიქრობ, ხალხს რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეში გამორჩება მისი სულიერი ასპექტი. არ ვფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო. ილიამ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ესწავლა ის გაკვეთილები, რაც უნდა ესწავლა. ახლა, ეს თუ აქცევს მას ყველა დროის საუკეთესოდ... იმედია ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ ეს... ეს უკვე დაწერილია. იმისათვის, რომ საკუთარ თავზე ეს ისწავლო, მსგავსი რამ უნდა გამოგევლო. ასე რომ, მან ზუსტად ის გააკეთა, რისი გაკეთებაც სჭირდებოდა. ჯასტინს [გეიჯის] რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა, მას უნდა გამოევლო ის ერთწამიანი ნოკაუტი მაქსისგან [ჰოლოუეი]. უნდა გამოევლო ხაბიბისგან მტკივნეულით დამარცხება (საბმიშენი). შენ უნდა შეიგრძნო ყველა ესეთი რამ, რომ მიაღწიო დიდებულებას“