სამ სეტში დაამარცხა - ბოლქვაძე მომდევნო ეტაპზეა
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ წრეში 33 წლის ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი სამ სეტში, 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და 1/32-ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ბოლქვაძემ შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა და თორმეტიდან რვა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება მის მეტოქეს, რომელიც რეიტინგში 98-ე პოზიციაზე იმყოფება, ტომლიანოვიჩმა ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ათიდან შვიდი ბრეიკის რეალიზება შეძლო.
ცნობისათვის, მარიამ ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე ამერიკელ ეშლინ კრუგერისა და ხორვატ დონა ვეკიჩის წყვილში გამარჯვებული იქნება და მათი შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.