ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მატჩი ნაადრევად დაასრულა - ბასილაშვილი მილანის ჩელენჯერს გამოეთიშა

უიმბლდონის პარალელურად, საჩოგბურთო სამყაროში მილანის ჩელენჯერი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ადგილობრივ რაულ ბრანკაჩიოს დაუპირისპირდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი პირწმინდად დათმო. იტალიელმა 2-ბრეიკიანი უპირატესობით - 6:1 გაიმარჯვა.

მეორე სეტიც რაულის უპირატესობით დაიწყო, ბრეიკი შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, თუმცა მატჩი არ დასრულდა.

ნიკოლოზმა დისკომფორტი იგრძნო და მატჩი ნაადრევად დაასრულა. გამარჯვება კი, რა თქმა უნდა, იტალიელს ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მილნის ჩელენჯერზე მე-2 ნომრად იყო განთესილი და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები