ისლამ მახაჩევი, ჟორჟ სენ-პიერი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ოქტაგონში ყველაფრის გაკეთება შეუძლია“ - სენ-პიერისთვის ფავორიტი ისლამია

იან მაჩადო გარი პირობას დებს, რომ ისლამ მახაჩევის ხანგრძლივ წაუგებელ სერიას სწორედ ის დაასრულებს, UFC-ის ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდება და დაღესტნელისგან განსხვავებით, ტიტულს არა წელიწადში ერთხელ, არამედ უფრო ხშირად დაიცავს. ბუნებრივია, არსებობენ მებრძოლები, რომლებიც ირლანდიელის ამბიციებს არარეალურად არ მიიჩნევენ, თუმცა ლეგენდარულმა ჟორჟ სენ-პიერმა უპირატესობა მაინც მახაჩევს მიანიჭა და საკუთარი მოსაზრება არგუმენტებით გაამყარა.

ჟორჟ სენ-პიერი

ვფიქრობ, წინ ძალიან კარგი ბრძოლა გველოდება. იან გარი ნამდვილად რთული მეტოქე და კარგი დამრტყმელია. ისლამის მიზანი მისი მიწაზე გადაყვანა იქნება და თუ ეს მოახერხა, სერიოზულ უპირატესობას მიიღებს. ჩხუბის დგომში წარმართვის შემთხვევაში, ფავორიტი მაჩადო იქნება. თუმცა, პირადად მე მაინც ისლამის გამარჯვებას ვვარაუდობ, რადგან უფრო მრავალმხრივი საბრძოლო თვისებებით არის დაჯილდოებული - მახაჩევს ოქტაგონში პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევსა და იან მაჩადო გარის შორის სატიტულო ბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში თბილისის დროით, 16 აგვისტოს გამთენიისას გაიმართება. რაც შეეხება ჟორჟ სენ-პიერს, მას კარიერის განმავლობაში ჩატარებული 28 ჩხუბიდან 26 მოგებული აქვს, საიდანაც 8 - ნოკაუტით, 6 - საბმიშენით, ხოლო 12 მსაჯების გადაწყვეტილებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯონ ჯონსი: „არმანი თუ ილია? რა თქმა უნდა, არმანი!“
ჯონ ჯონსი: „არმანი თუ ილია? რა თქმა უნდა, არმანი!“