ჰოკიტი: პერეირა გატეხილი ადამიანია
UFC-ის მძიმეწონოსანი ჯოშ ჰოკიტი არ არის მზად, ასე მარტივად შეეშვას ალექს პერეირას, რომელთანაც ერთ დღეს ოქტაგონის გაზიარების იმედი აქვს.
„ალექს პერეირა - გატეხილი ადამიანია. წარმოიდგინეთ, რამდენად გატეხილი იქნება მას შემდეგ, რაც მე მას დავამარცხებ. მან დაიწყო როგორც ალკოჰოლიკმა და დაასრულებს როგორც ალკოჰოლიკი“,
- დაწერა ამერიკელმა სოციალურ ქსელში.
ჰოკიტმა პერეირას საჯაროდ პროვოცირება თეთრ სახლთან გამართული UFC-ის ტურნირის პრესკონფერენციაზე დაიწყო, საიდანაც ამერიკელი მას შემდეგ გაიყვანეს, რაც „პოატანის“ მისამართით მისმა შეურაცხყოფამ ილია თოფურიასთან კონფლიქტი გამოიწვია.
სადღესასწაულო ღონისძიების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც ჯოშ ჰოკიტმა დერიკ ლუისი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, მძიმეწონოსანმა ალექს პერეირა და სირილ განი გამოიწვია, რომელთა დაპირისპირებაც მეორე რაუნდში ბრაზილიელის ვადამდელი მარცხით დასრულდა.