რუმის რეკორდი | კურასაოს მეკარე მუნდიალის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

რუმის რეკორდი | კურასაოს მეკარე მუნდიალის ისტორიაში შევიდა

მუნდიალის დებიუტანტმა კურასაომ ეკვადორთან ფრედ დასრულებულ (0:0) მატჩში ისტორიული ქულა მოიპოვა, რაშიც ამპლუით მეკარის, ელოი რუმის წვლილი უდიდესია.

კურასაოელმა ელოი რუმმა ეკვადორის წინააღმდეგ 15 „სეივი'' შეასრულა, ეს ნებისმიერი მეკარისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (1966 წლიდან მოყოლებული) მსოფლიო ჩემპიონატის ისეთ მატჩში, სადაც დამატებითი დრო არ დანიშნულა. 

37 წლის ელოი რუმი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სეივების აბსოლუტური რეკორდი — 16 სეივი — აშშ-ის ეროვნული ნაკრების ყოფილ მეკარეს, ტიმ ჰოვარდს ეკუთვნის. ჰოვარდმა ეს მაჩვენებელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ბელგიასთან წაგებულ მატჩში დააფიქსირა. აღნიშნულ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა.

ეკვადორს პირველ ტურში კოტ-დ'ივუართან 12 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, დღეს 28-დან 15 დარტყმა ზუსტად შეასრულა.თუმცა ამის მიუხედავად, არგენტინელი სებასტიან ბეკასესეს გაწვრთნილმა ნაკრებმა გოლი ვერ გაიტანა.

78 წლის დიკ ადვოკაატი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია. ამასთან, ნიდერლანდელი სპეციალისტი უხუცესია მათ შორის, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა მუნდიალზე ქულა მოიპოვა.

კურასაო, რომელსაც დიკ ადვოკატი წვრთნის, პირველ ტურში გერმანიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა (7:1). მესამე ტურში, 25 ივნისს კოტ-დ'ივუარის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები