ნოიერმა მათეუსის რეკორდი დაამხო | OPTA-ს საინტერესო სტატისტიკური ცნობები
მუნდიალის პირველ ტურში გერმანიამ კურასაო 7:1 გაანადგურა. იულიან ნაგელსმანის გუნდიდან გოლები ნმეჩას, შლოტენბერგის, ჰავერცის (2), მუსიალას, ბრაუნისა და უნდავის ანგარიშზეა. საპასუხო გოლი ლივანო კომენენსიას ანგარიშზეა, 21-ე წუთზე ნმეჩას გოლს უპასუხა და ანგარიში 1:1 გახადა.
OPTA-ს სტატისტიკური ცნობები
მანუელ ნოიერი 40 წლისა და 79 დღის ასაკში გერმანიის ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი/ევროპის ჩემპიონატი) ითამაშა. მან გადაასწრო ლოთარ მათეუსს, რომელიც ევრო 2000-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის წინააღმდეგ 39 წლისა და 91 დღის იყო.
დორტმუნდის თანაგუნდელები, რომლებმაც ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში ერთი და იგივე ნაკრებისთვის გაიტანეს გოლი: 2006 - კოლერი და როსიცკი აშშ-ის წინააღმდეგ, 2026 - ნმეჩა და შლოტერბეკი კიურასაოს წინააღმდეგ.
ამ საუკუნეში მუნდიალის მხოლოდ ხუთ მატჩში შეძლო გუნდმა 7 ან მეტი გოლის გატანა, ამ ხუთიდან სამი შემთხვევა გერმანიის ანგარიშზეა: 8-0 საუდის არაბეთის წინააღმდეგ (2002), 7-1 ბრაზილიის წინააღმდეგ (2014), 7-1 კიურასაოს წინააღმდეგ (2026).
მონაცემების აღრიცხვის დაწყებიდან (1966 წლიდან) ხამეს როდრიგესი პირველი ფეხბურთელია. რომელმაც მუნდიალის მატჩში შეცვლაზე შემოსულმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა (2014 წელს იაპონიასთან). მეორე დენიზ უნდავია, კურასაოსთან ცვლილებაზე გამოვიდა, მის აქტივში გოლი და 2 საგოლე პასია.
მეორე ტურში გერმანიის ნაკრების მეტოქე კოტ-დ'ივუარი იქნება (21 ივნისი, 00:00), მესამე ტურში - ეკვადორი (26 ივნისი, 00:0).