„წასვლის დრო მოვიდა“ - იაპონიას კაპიტანი დაემშვიდობა
Aa
Aa

„წასვლის დრო მოვიდა“ - იაპონიას კაპიტანი დაემშვიდობა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ იაპონიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში ხშირი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ვატარუ ენდოს ფსიქიკაზე ტრავმის ხანგრძლივმა მკურნალობამ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და საჯარო განცხადებაც გამოქვეყნა. თებერვალში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ენდოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ უდიდესი საფეხბურთო ფორუმისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ სარეაბილიტაციო პროცესი რთულად წარიმართა და მისი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ასპარეზობა საბოლოოდ გამოირიცხა.

რას ამბობს ენდო

უზომოდ მწყდება გული იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მივიღებ. თუმცა ვამაყობ იმ ფაქტით, რომ კატარული მუნდიალის შემდეგ როგორც კაპიტანმა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევძელი ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლისთვისაც მთავარი მიზანი პლანეტის პირველობის მოგება თავისთავად გახდა. იაპონიას ამჟამად დიდებული ნაკრები ჰყავს, რომელსაც ყველაზე რთული ბარიერების გადალახვაც შეუძლია და მე მჯერა, რომ ჩვენს წინაშე უპრეცედენტო ჰორიზონტები გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ვატარუ ენდო ამჟამად „ლივერპულის“ ღირსებას იცავს, ხოლო იაპონიის ნაკრებში 2015 წლიდან ასპარეზობდა და 73 შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
50 ათასი მატჩების ყურების სანაცვლოდ - უჩვეულო კონკურსი ნიუ-იორკში
50 ათასი მატჩების ყურების სანაცვლოდ - უჩვეულო კონკურსი ნიუ-იორკში