არველაძის მეოთხე გამარჯვება - ''ფახთაქორი'' ლიდერთან ახლოს
უზბეკეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ''ქიზილქუმი,'' რომლის სასტარტო თერთმეტეულში გიორგი კვესიეშვილი მოხვდა, ხოლო მისი თანაგუნდელი ელგუჯა გრიგალაშვილი თადარიგში იყო. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა ექვსი შეხვედრიდან 4 მოიგო და 12 ქულით მხოლოდ ლიდერ ''ბუნიოდკორს'' ჩამორჩება, ლიდერთან 4 ქულაა სხვაობა.

''ფახთაქორი'' მიმდინარე სეზონში პირველად ლიდერ ''ბუნიოდკორთან'' დამარცხდა მინიმალური სხვაობით, მეხუთე ტურში კი ''ბუხარასთან'' დაკარგა სამი ქულა. 19 აპრილს მე-7 ტურში ქართველი საფეხბურთო სპეციალისტის გუნდი ბაკაბადის ''მეტალურგს'' ესტუმრება.

შეგახსენებთ, ''ფახთაქორში'' შოთა არველაძის ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო გუნდის მთავარ სელექციონერად არჩილ არველაძე მუშაობს.
ქართველი ლეგიონერების შესახებ იხილეთ
გამარჯვება ვარზიმში - ებრალიძის გუნდის შანსი გაიზარდა
მოედანს უბრუნდება - მერებაშვილი კრაკოვის ''ვისლასთან'' მატჩისთვის ემზადება
ანანიძემ ბურთით ივარჯიშა - პირველად რომში, შემდეგ მოსკოვში
ქართველები შვედეთში - ხარაიშვილის დებიუტი დრამატული მარცხით