მეტოქემ ტრავმა მიიღო - უმარის ბრძოლა ჩაიშალა
რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად გაცხადდა იმის თაობაზე, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერს უმარ ნურმაგომედოვს 25 ივლისს, აბუ-დაბიში, UFC Fight-Night 282-ზე უნდა ებრძოლა და მისი მოწინააღმდეგე დივიზიონის მეცხრე ნომერი დევიდ მარტინესი იქნებოდა, თუმცა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.
ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარტინესმა ტრავმა მიიღო და ბრძოლას ჩაეხსნა, რის გამოც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ალტერნატიულ გეგმას ამუშავებენ, რომლის მიხედვითაც უმარი აგვისტოში შანხაიში იჩხუბებს და მისი მეტოქე ადგილობრივი მებრძოლი, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მეხუთე ნომერი სონგ იადონგი იქნება.
ცნობისათვის, სონგ იადონგმა სულ ახლახანს, ორიოდე კვირის წინ იჩხუბა და სამშობლოში გამართულ ღონისძიებაზე ბრაზილიელი დეივისონ ფიგერედო მისივე საყვარელი საბმიშენით დაამარცხა.