ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

თოფურია გეიჯის: ოქტაგონზე შენთან მხოლოდ 2 წუთი მჭირდება — ყველას თვალწინ დაგაძინებ

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მისი მეტოქის განქორწინებაზე ისაუბრა.

კერძოდ ამერიკელმა მებრძოლმა თქვა, რომ თოფურიას ცოლის ადგილზე, „ელ მატადორს“ ისიც მიატოვებდა.

„სინამდვილეში მას შესანიშნავ ბიჭად მივიჩნევდი, მაგრამ, რადგან მან პირადი ხაზები გადაკვეთა, ჩემგან და ჩემი გუნდისგან პატივისცემას ვერ მიიღებს. ოქტაგონზე შენთან მხოლოდ ორი წუთი მჭირდება. და შენი მთელი ოჯახის, შენი ქვეყნის — ყველას თვალწინ დაგაძინებ“— განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება.

ცნობისთვის, UFC Freedom 250-ს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია უმასპინძლებს. თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენაა და დენა უაითის მიხედვით, უკვე დასრულდა სპეციალური სცენის მოწყობა, სადაც ჩხუბები გაიმართება.

გეტყვით ასევე, რომ იანვარში UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის, ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი დაამარცხა, ხოლო ილია თოფურიამ უკანასკნელად ერთი წლის წინ იჩხუბა და საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას გათიშვის შემდეგ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები