ხვიჩა: წარმატების მიღწევაში თითოეული ქართველის მხარდაჭერა დამეხმარა
Aa
Aa

ხვიჩა: წარმატების მიღწევაში თითოეული ქართველის მხარდაჭერა დამეხმარა

ხვიჩა კვარაცხელიამ რუმინეთთან მატჩის დაწყებამდე GFF-ის იუთუბ ლაივში ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელია: „მადლობა თითოეულ ქართველს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, რაც დამეხმარა იმაში, რომ იქამდე მივსულიყავი, რასაც მივაღწიე. ფინალის შემდეგ ერთი სული მქონდა ნაკრებში როდის ჩამოვიდოდი. როდესაც წარმატებას აღწევ, ჩემთვის პირველ რიგში ქვეყნისთვის არის. ვფიქრობ, რაღაც პატარა წვლილი, პატარა სიხარული მივანიჭე ქართველ ხალხს. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიდრე შემიძლია, რომ ქართველი ხალხი პატარა წვრილმანით გავახარო, ამას ყოველთვის შევეცდები მაქსიმალურ დონეზე.

არ ვფიქრობ, რომ ყველა ოცნება ავიხდინე. ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ვითამაშო, რასაც წელს ვერ ვახერხებთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ამ ტურნირზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ მე მჯერა, რომ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ უდიდეს რაღაცას მივაღწიოთ. როცა რაღაცას იგებ, რაღაც უფრო მეტი გინდა. ვფიქრობ, ყველაფერი ახლა იწყება''.

ხვიჩა კვარაცხელიამ გურამ კაშიაზეც ისაუბრა, რომლისთვისაც რუმინეთთან  მატჩი სანაკრებო კარიერაში უკანასკნელია (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები