AS: ალვარესის წასვლის შემთხვევაში ატლეტიკო ოსიმენს უმიზნებს
AS-ის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე გადართვას გეგმავს, თუკი მიმდინარე ზაფხულს ხულიან ალვარესი გუნდს დატოვებს. ესპანური გრანდი ამჟამად ყურადღებით აკვირდება გალათასარაის თავდამსხმელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. კლუბში კარგად აცნობიერებენ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად 75 მილიონ ევროზე მეტის გადახდა იქნება საჭირო. ალვარესის შესაძლო გაყიდვა ატლეტიკოს მისცემს იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც ოსიმენის ტრანსფერის განსახორციელებლადაა აუცილებელი.
მიმდინარე კვირაში ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკოს ხულიან ალვარესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. კატალონიური კლუბი მზადაა, არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. არანაირი ბონუსები, არანაირი სხვა ფეხბურთელების ჩართვა გარიგებაში. ხულიანმა გუნდიდან წასვლა უკვე მოითხოვა.