ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საინტერესო თამაშები იქნება“ - ხიზანიშვილი U19-ის მატჩებზე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ხვალ, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს - მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.

მონტენეგროსთან მატჩამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ზურაბ ხიზანიშვილმა და მოთამაშემ - გიორგი ლომიძემ ისაუბრეს.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

U19 ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), საბა ჩხეტიანი (წყალტუბოს სამგურალი), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მთავარი სექტემბრის მატჩებია, ხვიჩა რუმინეთთან არ იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია
    „მთავარი სექტემბრის მატჩებია, ხვიჩა რუმინეთთან არ იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია