შთამბეჭდავი ხელფასი | ლევანდოვსკი ფენერის ვარიანტს ერთ შემთხვევაში განიხილავს
ფენერბაჰჩეს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰაკან საფიმ რობერტ ლევანდოვსკის წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი სეზონში 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 37 წლის თავდამსხმელი, რომლის მიმართაც ინტერესს საუდის არაბეთისა და MLS-ის კლუბები იჩენენ, ამ შთამბეჭდავ წინადადებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ არჩევნებში ჰაკან საფი გაიმარჯვებს. ინფორმაცია პოლონური გამოცემის, Meczyki-ს ჟურნალისტმა ტომაშ ვლოდარჩიკმა გაავრცელა.
4-წლიანი კატალონიური კარიერის შემდეგ ლევანდოვსკისა და ბარსელონას გზები ოფიციალურად 30 ივნისს გაიყოფა, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და მისი დამატება გუნდებს უფასოდ შეეძლებათ.
37 წლის პოლონელი ფორვარდი, რომელმაც ლა ლიგა სამჯერ მოიგო, ოთხწლიან კარიერაში ბარსელონას რიგებში 193 მატჩში 120 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა.