გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

მეცმა სეზონი დაასრულა - ქართველებს გატანა შეეძლოთ

უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის წლევანდელ გათამაშებას ბოლო ადგილზე დაასრულებდა, თუმცა ჩემპიონატის აუტსაიდერი უზომოდ მოტივირებულ „ნიცასთან“ ბოლო ტურის თამაშს პასუხისმგებლობით მიუდგა, მეტოქეს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა და თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ამის გამო ნიცელები გადათამაშებაში შეეცდებიან ელიტაში ადგილის შენარჩუნებას და მათი მეტოქე ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ იქნება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ უთამაშია გიორგი წიტაიშვილს. მისი თანამამემულეები, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია კი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თუ პირველი მათგანი მთავარმა მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა, ქვილითაიას ბოლომდე ენდო და სრულად ათამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ აბუაშვილი საკმაოდ აქტიური იყო და რამდენჯერმე სცადა გატანა, ხოლო ქვილითაია ერთი თავური დარტყმით მოექცა ყურადღების ცენტრში, რომლითაც „ნიცას“ მეკარეს განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეუქმნა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ქართველების სტატისტიკა „მეცის“ რიგებში ყველა ტურნირზე ასეთია - გიორგი წიტაიშვილმა 35 მატჩში (30 ძირითადში) 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, გიორგი აბუაშვილმა 24 შეხვედრაში (6 ძირითადში) თავი 2 ბურთით გამოიჩინა, ხოლო გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე, რომელიც კლუბს ზამთარში შეუერთდა 10 თამაშში (5 ძირითადში) 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას ეფექტური გოლი - ოფიმ ისტორიული სეზონი დაასრულა
შენგელიას ეფექტური გოლი - ოფიმ ისტორიული სეზონი დაასრულა