ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ხამზატ ჩიმაევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, შონ სტრიკლენდი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

სტრიკლენდი ახალი წევრია, ჩიმაევი დაქვეითდა | UFC-ის P4P რეიტინგში ცვლილებებია

UFC-ის Pound-for-pound რეიტინგი (ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლები წონითი დივიზიონების გათვალისწინების გარეშე) განახლდა. ხამზატ ჩიმაევი, რომელმაც გასულ უქმეებზე, UFC 328-ის ფარგლებში, საშუალო წონითი დივიზიონის ქამარი ვერ დაიცვა და შონ სტრიკლენდთან დამარცხდა, მესამე ადგილზე აღარ იმყოფება. „ბორზი“ შვიდი საფეხურით დაქვეითდა და მეათე პოზიციაზეა.

სტრიკლენდი Pound-for-pound რეიტინგის ახალი წევრია. ამერიკელი მებრძოლი მეშვიდე ადგილს მერაბ დვალიშვილთან ერთად იყოფს. ერთი საფეხურით დაწინაურდა უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯოშუა ვენი. ვენმა ტაცურო ტაირა დაამარცხა და მეცხრე ადგილს იკავებს.

ჩიმაევის დაქვეითების შემდეგ UFC-ის საუკეთესო მებრძოლთა სამეული ასე გამოიყურება: პირველი — ისლამ მახაჩევი, მეორე — ილია თოფურია, მესამე — ალექსანდრ ვოლკანოვსკი. „ვოლკის“ შემდეგ ალექს პერეირა მოდის, ხოლო პიოტრ იანი მეხუთე გახლავთ. მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ტომ ასპინალი, მეექვსე ადგილზეა.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა წევრებს: ალეშანდრე პანტოჟა — მე-11 პოზიცია; ჩარლზ ოლივეირა — მე-12 პოზიცია; დრიკუს დიუ პლესი — მე-13 პოზიცია; კარლოს ულბერგი — მე-14 პოზიცია; არმან ცარუკიანი — მე-15 პოზიცია. ტოპ-15-ში სტრიკლენდის შეყვანის გამო რეიტინგში ადგილი მაგომედ ანკალაევმა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ემოციებს აჰყვა“ | გეიჯის კომენტარი თოფურიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე
„ილია ემოციებს აჰყვა“ | გეიჯის კომენტარი თოფურიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე