„ჩვენს შორის სიძულვილი რეალური იყო“ - სტრიკლენდი ჩიმაევზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ სტრიკლენდმა კანადელი ჟურნალისტისა და ინსაიდერის, არიელ ჰელვანის კრიტიკას უპასუხა. ჰელვანი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მებრძოლმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ ხამზატ ჩიმაევთან „თრეშ-თოლქის“ გამო მოიბოდიშა და თავისი სიტყვები უკან წაიღო.
რას ამბობს სტრიკლენდი:
„აი, რატომ არ ვთანამშრომლობ მასთან მედიაში. შენ ხარ პარაზიტი, რომელსაც არასდროს ვცემდი პატივს. იმ მომენტშივე, როცა ეს ადამიანი გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რა დონისაც არის.
საბოლოო ჯამში, ჩვენ შორის სიძულვილი ნამდვილი იყო. რასაც ის ჩემზე ამბობდა, არასწორი იყო და რასაც მე მასზე ვამბობდი, ასევე არასწორი იყო. სწორედ ამას უკეთებს სიძულვილი და ბრაზი ადამიანს, და შესაძლოა, ეს ყველაფერი დღემდე დარჩა. მაგრამ ჩვენ სისხლის ფასად დავიმსახურეთ ერთმანეთის პატივისცემა და არასდროს მოველოდი, რომ შენი დონის ადამიანი ამის გაგებას შეძლებდა. შენ იყავი და ყოველთვის იქნები MMA-ს საცოდავი პარაზიტი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია იმ ადამიანების კრიტიკის გარდა, რომლებიც შენზე ბევრად მაღლა დგანან“.
UFC 328-ზე შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც წაართვა.