„იდეალური სცენარი? ფინიში მეოთხე რაუნდში“ - მაჩადო გარი მახაჩევზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იან მაჩადო გარიმ ისლამ მახაჩევთან დაგეგმილ ბრძოლაზე ისაუბრა.
„როგორი იქნებოდა იდეალური სცენარი? დაფინიშება მეოთხე რაუნდში. არ მინდა ადრეულ რაუნდებში ნოკაუტით მოგება, იმიტომ რომ ეს კითხვებს დატოვებს. ამას მოჰყვება თავის მართლება.
ამიტომ ოთხი რაუნდის განმავლობაში დომინირება მინდა, ხოლო მეოთხეს რაუნდში ყველას ვეტყვი, რომ ფინიშის დრო მოვიდა - გავალ და დავაფინიშებ“.
ცნობისთვის, მაჩადო გარი 15 აგვისტოს ფილადელფიაში ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება. ისლამისთვის ეს ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა იქნება. მისი წაუგებელი სერია UFC-ში 16 ბრძოლას შეადგენს.
რაც შეეხება მაჩადო გარის (17-1), მან გასული წლის ნოემბერში ამავე წონის ყოფილ ჩემპიონს, ბელალ მუჰამედს მოუგო.