წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება | სოლტ ლეიკმა ლობჟანიძის ტრანსფერი დაადასტურა
საბა ლობჟანიძე კვლავ MLS-ში ითამაშებს, ატლანტა იუნაიტედიდან რეალ სოლტ ლეიკში გადავიდა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„საბას დამატება ჩვენს შემადგენლობას სიღრმეს შესძენს სხვადასხვა პოზიციაზე და ყოველდღიურ ვარჯიშებზე კონკურენციას გაზრდის. ბოლო სამი წლის განმავლობაში MLS-ში ჩატარებული თითქმის 100 მატჩით, ველოდებით, რომ საბა სწრაფად მოერგება ჩვენს სისტემას, რაც, ჩვენი აზრით, ხაზს გაუსვამს მის შეტევით თვისებებს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. მოუთმენლად ველით მის გუნდში სწრაფ ინტეგრაციას, რადგან ვემზადებით ბარნლისთან ამხანაგური მატჩისთვის, ლიგების თასისთვის და MLS-ის რეგულარული სეზონის დარჩენილი 20 შეხვედრისთვის'' - განაცხადა სოლტ ლეიკ სიტის სპორტულმა დირექტორმა კურტ შმიდმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის ფეხბურთელი MLS-ში, ატლანტა იუნაიტედში 2023 წლიდან თამაშობდა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 100 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი შეასრულა.
2025 წლის დასაწყისიდან მოყოლებული შედეგიანობის მხრივ დიდი რეგრესი აქვს, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. 2025 წლის სეზონში საბამ MLS-ის 33 მატჩში გოლი ვერ გაიტანა, 7 საგოლე პასი შეასრულა. მისი უგოლო სერია 42-მატჩიანი გამოდგა და მიმდინარე სეზონში შეწყდა, როცა მონრეალთან დუბლი შეასრულა. 2026 წლის სეზონში MLS-ის 13 მატჩში მის აქტივში მხოლოდ აღნიშნული 2 გოლია.