სქოულზი: ხალხი ბევრს წუწუნებს, მაგრამ ეს აშკარა ჯარიმაა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, პრემიერლიგის 36-ე ტურში „არსენალის“ წინააღმდეგ (0:1) „ვესტ ჰემის“ გოლის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
შეხვედრის 95-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, „ჩაქუჩებმა“ „მეთოფეების“ კარის აღება მოახერხეს. ამ დროს თავდამსხმელმა პაბლო ფელიპემ ხელი წინ გასწია და „არსენალის“ მეკარე დავიდ რაიას ბურთამდე მისვლაში ხელი შეუშალა. მეკარე ბურთს ხელთათმანებით შეეხო, თუმცა ვერც მოიგერია და ვერც დააფიქსირა. ამის შემდეგ ბურთი უილიამ სალიბას მუხლიდან კალუმ უილსონს მიუვიდა, რომელმაც ის ცარიელ კარში გაგზავნა.
მთავარმა არბიტრმა კრის კავანამ ვიდეოასისტენტთან (VAR) გაიარა კონსულტაცია, გამეორებას უყურა და მეკარეზე დაჯარიმების გამო გოლის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. „არსენალმა“ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა, რაც მათ ნანატრ ჩემპიონობასთან ძალიან აახლოვებს.
Either you hate watch Arsenal or not, that’s a clear foul on David Raya. You can’t block or hold the keeper like that from a corner and pretend it’s normal. VAR got it right. #WHUARS pic.twitter.com/rvUMKt43DC
— Olawale Balo (@walebuilds_) May 10, 2026
„ეს აშკარა ჯარიმაა. ამ ეპიზოდში ორი ჯარიმა შევნიშნე. ფელიპეს ხელი რაიაზე ზემოდან აქვს დადებული, ასე მოძრაობა შეუძლებელია. და კიდევ, ის მას ექაჩება. მას ხელს ხვევს. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ხელსაც უჭერს. მას უკნიდან ხელზე ექაჩება. ერთი ხელი მასზე უდევს, მეორეთი კი ხელს უჭერს. ამას სხვანაირად ვერ შეხედავ, ეს აშკარად ჯარიმაა. ხელი რომ მოგხვიო, ეს დაგაკავებს. ის დიდი ბიჭია, ძლიერია, ასე რომ აშკარაა ასეთ დროს ვერ იმოძრავებ. ასე არ არის?
ხალხი წუწუნებს, რადგან არსენალი ამას მთელი წელი აკეთებდა, მაგრამ ისინი ამას წესების დაცვით აკეთებდნენ“,
– თქვა სქოულზმა პოდკასტში The Good, The Bad & The Football.