„აუტსაიდერობა ჩემთვის კარგია“ - გეიჯი ილიასთან სენსაციის მოხდენას გეგმავს
ჯასტინ გეიჯისთვის ილია თოფურიასთან ბრძოლა UFC-ის სრულფასოვანი საჩემპიონო ქამრის მოპოვების ბოლო შანსი იქნება. ბუკმეკერები „ელ მატადორს“ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ, მაგრამ „ჰაილაითი“, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ამერიკას წარმოადგენს, დარწმუნებულია, რომ სენსაციის მოხდენა შეუძლია.
„250 წლის წინ, 1776 წლის 4 ივლისს, ჩვენ, ალბათ, მინიმუმ 50-დან 1-მდე შანსით აუტსაიდერები ვიყავით. ასე რომ, 5-დან 1 შანსი არაფერია. ეს ჩემთვის კარგია, მიმართლებს კიდეც, რომ შანსები მხოლოდ 5/1-ზეა. მას შემდეგ ჩვენ ავყვავდით, განვვითარდით და მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავწერო იგივე ისტორია“,
– პირობა დადო გეიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონაში გამაერთიანებელი ბრძოლა თოფურიასა და გეიჯის შორის თეთრ სახლში UFC-ის სადღესასწაულო ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 14 ივნისს გაიმართება.