„აბუ-დაბიში მახაჩევთან ჩხუბი? ეს ისტორიული მოვლენა იქნებოდა“ - თოფურია
ესპანურ გამოცემა Marca-სთან ინტერვიუში UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი: ჩემი ინფორმაციით, განიხილება ასეთი ვარიანტი - შენ გეიჯის უგებ, მახაჩევი აგვისტოში იმარჯვებს, წლის ბოლოს კი აბუ-დაბიში ერთმანეთს უპირისპირდებით...
თოფურია:
ასეთი ინფორმაცია ჯერ ჩემამდე არ მოსულა. ეს ყველაფერი ჭორები და კულუარული საუბრებია, მაგრამ მე საქმის კეთება მევალება. ისტორიის წერა მომწონს და MMA-ისთვის ეს ისტორიული მოვლენა იქნებოდა. რაც მოსახდენია, მოხდეს, მე მხოლოდ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფრისთვის ვიქნები მზად.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 14 ივნისს მსუბუქი წონის დროებით ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ეს ჩხუბი თეთრ სახლში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
რაც შეეხება მახაჩევს, მისი უახლოესი ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისლამი ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს პირველად აგვისტოში დაიცავს.