ილია თოფურია, ჯო როგანი
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება და...“ - როგანმა ილიაზე ისაუბრა

გავლენიანი პოდკასტერი და UFC-ის კომენტატორი, ჯო როგანი ილია თოფურიას შესახებ საუბრობს და დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორი“ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

რას ამბობს როგანი:

ილია თოფურიას დიდი გულშემატკივარი ვარ. ვფიქრობ, ის დაბრუნდება და იმაზე უკეთეს ფორმაში იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზოგჯერ მარცხი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შეიძლება მებრძოლს შეემთხვეს, რადგან ასე აცნობიერებს, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ. ზოგჯერ არ შეგიძლია უბრალოდ გვერდზე გადადო სიფრთხილე და ველურ ჩხუბში ჩაება. ზოგჯერ უფრო ტაქტიკურად უნდა იმოქმედო, ზოგჯერ კი უნდა გესმოდეს, რომ ყველას ნოკაუტში ვერ ჩააგდებ, როგორც ეს ჯასტინთან ბრძოლაში მოხდა. მან ვერ შეძლო მისი დაფინიშება, თუმცა მეორე რაუნდში ამასთან ძალიან ახლოს იყო.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლის შედეგზე ამან ძალიან იმოქმედა“ - როგანი ილიაზე და ჯასტინზე
„ბრძოლის შედეგზე ამან ძალიან იმოქმედა“ - როგანი ილიაზე და ჯასტინზე