თბილისი ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
Aa
Aa

თბილისი ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო ძიუდოს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებულია და დადასტურდა, რომ თბილისში 2027 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

„თბილისს ძალიან კმაყოფილი ვტოვებთ, მაგრამ დიდი ხნით არ წავალთ. უკვე ერთი სული გვაქვს, გაისად, ძიუდოს ამ ქალაქში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატით როდის დავბრუნდებით“, — განაცხადა EJU-ს პრეზიდენტმა, ლასლო ტოთმა.

მოგვიანებით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ განცხადება გამოაქვეყნა: „სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძისა და EJU-ს პრეზიდენტ ლასლო ტოთის შეხვედრაზე საბოლოოდ დადასტურდა, რომ 2027 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გაიმართება, 2026 წლის ევროპაზე კი საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი დაისაკუთრა — 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჭრილობა გაუკერეს | რამდენი ხანი გაუცდება გიორგი მამარდაშვილს
ჭრილობა გაუკერეს | რამდენი ხანი გაუცდება გიორგი მამარდაშვილს