„დღეს წაგება არ შეიძლებოდა! ასეთი მუხტი არასდროს მიგრძვნია“ - თუშიშვილი ფინალის შემდეგ
თბილისში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ტრიუმფით დაიხურა. ტურნირის დასკვნით დღეს, ჩვენი გუნდის კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა +100 წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. 31 წლის ძიუდოისტმა ფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკას კრპალეკი ვაზარით დაამარცხა.
ასპარეზობის შემდეგ თუშიშვილმა თავისი გამოსვლა „კრისტალსპორტთან“ შეაფასა.
რა თქვა თუშიშვილმა:
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფალავნმა ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მესამედ იზეიმა. თუშიშვილმა აქამდე მსგავსშ შედეგს 2017 და 2019 წლებში მიაღწია.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 ოქროს, 2 ცერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც კონტინენტის პირველობაზე ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო შედეგია. ევროპის ჩემპიონები გურამ თუშიშვილის გარდა ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ილია სულამანიძე დაეუფლა.